ახალი ამბები

372 მძიმე პაციენტი,78 მართვით სუნთქვაზე | 21 ოქტომბრის სტატისტიკა

21 ოქტომბერი, 2020 • 775
372 მძიმე პაციენტი,78 მართვით სუნთქვაზე | 21 ოქტომბრის სტატისტიკა

21 ოქტომრბის მონაცემებით, დღეს საქართველოში კორონავირუსის 11 033 აქტიური შემთხვევაა, რომელთაგან 372 მძიმეა. 78 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

დღეს ჟურნალისტებთან სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ.

მისი თქმით, აქტიური, ანუ მიმდინარე შემთხვევებიდან 3071 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, 1520 თბილისში, აჭარაში კი- 637.

რაც შეეხება მძიმე პაციენტებს, 372 პაციენტს შორის თბილისში მკურნალობის კურსს 186 გადის, აჭარაში კი -75.

ამასთანავე, 78 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა: 52- თბილისში, 11 კი- აჭარაში.

სიჭინავა ამბობს, რომ 6544 კოვიდ ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე, ხოლო თვითიზოლაციაშია 21 703 ადამიანი, რომელთაგან თბილისშია 3599, აჭარაში- 8808, ხოლო იმერეთში – 3341.

კოვიდ სასტუმროებში იმყოფება 1772 ადამიანი, მათ შორის 1119 -აჭარაში, ხოლო 500 -თბილისში.


21 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 14 პაციენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი