ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

‘სისხლიანი ტანსაცმლის რეცხვა’ – ყარაბაღის ომის რუტინა [ინსტალაცია ტორონტოში]

21 ოქტომბერი, 2020 • 1320
‘სისხლიანი ტანსაცმლის რეცხვა’ – ყარაბაღის ომის რუტინა [ინსტალაცია ტორონტოში]

კანდაში მცხოვრებმა ეთნიკურად სომეხმა მხატვარმა მარიამ მუგდუსიანმა სომეხ და სხვა ეროვნების მუსიკოსებთან ერთად ტორონტოს ცენტრალურ ქუჩაზე სისხლიანი მაისურების “სამრეცხაოს” ინსტალაცია წარმოადგინა, რომლითაც გამვლელებს მოუწოდა, მცირე ხნით ყოველდღიური კომფორტიდან გამოსულიყვნენ.

“ჩვენ ყველას გაგვიმართლა, რომ მშვიდობიან ქვეყანაში, კანადაში ვცხოვრობთ, მაგრამ კომფორტი და თავისუფლება შეიძლება დროებითი იყოს ყველასთვის.  დღეს მსოფლიოს სულ სხვა მხარეში, სომხეთსა და არცახში ხალხი იღუპება. საერთაშორისო საზოგადოებამ კი რატომღაც გადაწყვიტა, თვალი დახუჭოს თურქეთისა და აზერბაიჯანის მიერ ხალხის დახოცვის გადაწყვეტილებაზე.

ეს იმიტირებული “სამრეცხაო” სისხლიანი ტანსაცმლით აჩვენებს იმას, რომ ომმა ყოველდღიური ცხოვრება შეცვალა და  სისხლიანი ტანსაცმლის რეცხვის რუტინაც ყარაბაღში ტრაგედიის სიმბოლოდ იქცა”, – გვეუბნება ინსტალაციის ავტორი, მარიამ მუგდუსიანი.

აქცია ტორონტოში ყარაბაღის ომის წინააღმდეგ; ფოტო: ორგანიზატორთა პირადი არქივიდან

მარიამ მუგდუსიანი; აქცია ტორონტოში ყარაბაღის ომის წინააღმდეგ; ფოტო: ორგანიზატორთა პირადი არქივიდან

აქცია ტორონტოში ყარაბაღის ომის წინააღმდეგ; ფოტო: ორგანიზატორთა პირადი არქივიდან

აქცია ტორონტოში ყარაბაღის ომის წინააღმდეგ; ფოტო: ორგანიზატორთა პირადი არქივიდან

აქცია ტორონტოში ყარაბაღის ომის წინააღმდეგ; ფოტო: ორგანიზატორთა პირადი არქივიდან

27 სექტემბერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში განახლებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად ორივე მხარეს გარდაცვლილთა ოფიციალური რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. სხვადასხვა არაოფიციალური ცნობით, გარდაცვლილ სამხედროთა საერთო რაოდენობა რამდენიმე ათასია.

ყარაბაღში მიმდინარე ამბებზე განახლებულ ინფორმაციას გაეცანით აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი