ახალი ამბები

ფოთი-ხობის ცენტრალური მაგისტრალიდან თხილით სავსე მანქანა გაიტაცეს

19 ოქტომბერი, 2020 • 955
ფოთი-ხობის ცენტრალური მაგისტრალიდან თხილით სავსე მანქანა გაიტაცეს

ფოთი-ხობის ცენტრალური მაგისტრალიდან თხილით სავსე მანქანა გაიტაცეს. როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცავებმა ავტომანქანის პოვნა ცხელ კვალზე შეძლეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი.

მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი