ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

COVID-თან საბრძოლველად რუსი სამხედროები ყირიმიდან ჩამოვიდნენ – სოხუმი

19 ოქტომბერი, 2020 • 703
COVID-თან საბრძოლველად რუსი სამხედროები ყირიმიდან ჩამოვიდნენ – სოხუმი

აფხაზური მედიის ცნობით, რუსი სამხედროები კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით აფხაზეთში ყირიმიდან ჩავიდნენ.

აპსნიპრესის ცნობით,  რუსული სპეციალური ტექნიკის 11-მა მანქანამ გუდაუთაში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე ყირიმიდან ჩასასვლელად მრავალკილომეტრიანი მანძილი გაიარა. სოხუმის ცნობითვე, რუსი სამხედროები სოციალური ობიექტებს 21 ოქტომბერს დაამუშავებენ.

ყირიმიდან რუსი სამხედროები აფხაზეთში კორონავირუსთან საბრძოლველად, რუსული მედიის ცნობით, 2020 წლის აპრილშიც ჩავიდნენ.

კორონავირუსი აფხაზეთშიც მზარდი ტემპებით ვრცელდება – ყოველდღიური შემთხვევების რიცხვი საშუალოდ 80-დან 120-მდე მერყეობს, რაც მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, მაღალ მაჩვენებლად მიიჩნევა.

სოხუმის მონაცემებითვე, აფხაზეთში ეპიდემიის პირველად დაფიქსირებიდან დღემდე ახალი კორონავირუსით ინფიცირების 2 796 შემთხვევაა დადასტურებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი