თბილისის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ და მხოლოდ აუცილებელი მგზავრობისთვის გამოიყენონ და უსაფრთხოების ყველა წესი დაიცვან.
როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, თბილისში ”კოვიდ 19”-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული რეკომენდაციების აღსრულების მიზნით მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრთა კონტროლი ხორციელდება.
ამასთან, აღნიშნული მიზნით მეტროსადგურებთან ინტესიურ მონიტორინგს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლები ახორციელებენ:
16 ოქტომბრის 11:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 887 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 15 327-ს მიაღწია.
გარდა ამისა, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 11 პაციენტი. კორონავრიუსით ქვეყანაში, ჯამში, 124 ადამიანია გარდაცვლილი.
დღევანდელი მონაცემებით, 246-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და გახდა 7 613. აქტიური შემთხვევების რაოდენობამ 7 714-ს მიაღწია. ინფიცირებულთა ნაწილი ბინაზე, კოვიდსასტუმროებსა და კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას.
კარანტინის რეჟიმში მოთავსებულია 5 721 პირი.