ახალი ამბები

სომეხი და აზერბაიჯანელი სასულიერო პირების მონაწილეობით თბილისში მშვიდობისთვის ლოცვა გაიმართა

16 ოქტომბერი, 2020 • 1453
სომეხი და აზერბაიჯანელი სასულიერო პირების მონაწილეობით თბილისში მშვიდობისთვის ლოცვა გაიმართა

მთიან ყარაბაღში ომის დაწყებიდან მეთვრამეტე დღეს მშვიდობის კათედრალმა თბილისში გადაიხადა ერთობლივი ლოცვა მშვიდობისათვის კავკასიაში. სხვადასხვა აღმსარებლობის სასულიერო პირებთან ერთად, ლოცვას ესწრებოდნენ სომეხი და აზერბაიჯანელი სასულიერო პირები და მათი მრევლი.

საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის განცხადებით, საკითხავები წაიკითხეს სახარებიდან და ყურანიდან, ასევე ლოცვები აღავლინეს ქართულ, სომხურ, ეზიდურსა და არაბულ ენებზე.

ლოცვას, მეუფე მალხაზ სონღულაშვილთან ერთად, უძღვებოდნენ შეიხი მირტაგ ასადოვი და მამა ნარეკ ქუშიანი. ლოცვის ბოლოს სომეხ, აზერბაიჯანელ, ეზიდ და ქართველ სასულიერო პირებთან შეთანხმების საფუძველზე გაკეთდა განცხადება.

სასულიერო პირები ამბობენ, რომ მშვიდობას არ გააჩნია ალტერნატივა და მანამ, სანამ ომი არ დასრულდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მშვიდობის კათედრალში ყოველ შაბათ საღამოს გამართავენ ერთობლივ ლოცვებს მშვიდობისათვის, რომელსაც მონაცვლეობით წარუძღვებიან აზერბაიჯანელი, სომეხი, ეზიდი და ქართველი სასულიერო პირები.

მასალების გადაბეჭდვის წესი