ახალი ამბები

პატრული მეტროსადგურებთან კორონავირუსის პრევენციისთვის მოქმედი წესების დაცვას გააკონტროლებს

15 ოქტომბერი, 2020 • 745
პატრული მეტროსადგურებთან კორონავირუსის პრევენციისთვის მოქმედი წესების დაცვას გააკონტროლებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს ახორციელებენ.

სამინისტროს ცნობით, თბილისის ყველა მეტროსადგურთან პატრულ-ინსპექტორები იდგებიან და გააკონტროლებენ, რომ მეტროსადგურში შემსვლელ და გამომსვლელ პირებს პირბადეები ეკეთოთ. ასევე, სამინსიტროს თანამშრომლები გააკონტროლებენ, რომ ადამიანებმა კორონავირუსის გავცრელების პრევენციის მიზნით მოქმედი წესები დაიცვან.

მასალების გადაბეჭდვის წესი