შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს ახორციელებენ.

სამინისტროს ცნობით, თბილისის ყველა მეტროსადგურთან პატრულ-ინსპექტორები იდგებიან და გააკონტროლებენ, რომ მეტროსადგურში შემსვლელ და გამომსვლელ პირებს პირბადეები ეკეთოთ. ასევე, სამინსიტროს თანამშრომლები გააკონტროლებენ, რომ ადამიანებმა კორონავირუსის გავცრელების პრევენციის მიზნით მოქმედი წესები დაიცვან.