ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევი ახალი დასახლებების აღების შესახებ იუწყება

15 ოქტომბერი, 2020
ალიევი ახალი დასახლებების აღების შესახებ იუწყება
აზერბაიჯანის არმიამ კონფლიქტის ზონაში ახალი დასახლებები აიღო. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საკუთარი twitter-ის პოსტით ავრცელებს ინფორმაციას.
“აზერბაიჯანის არმიამ გაათავისუფლა ფუზულის რაიონის სოფელი არიში, ჯაბრაილის რაიონის სოფელი დოშლუ და ხოჯევანდის რაიონის სოფლები: დუდუქჩუ, ედილი და ჩირაღუზი”, – ნათქვამია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სომხურ მხარეს ამ დრომდე საპასუხო განცხადება არ გაუვრცელებია.

მხარეებმა მოსკოვში 10 ოქტომბერს, დაახლოებით 12- საათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ე.წ. ჰუმანიტარული ზავის დადების შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა მალევე ორივე მხარემ განაცხადა, რომ ცალმხრივად იცავდნენ ზავის პირობებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი