ახალი ამბები

უნივერსიტეტებში სწავლის 19 ოქტომბერს დაწყების გადაწყვეტილება ძალაში რჩება

15 ოქტომბერი, 2020 • 749
უნივერსიტეტებში სწავლის 19 ოქტომბერს დაწყების გადაწყვეტილება ძალაში რჩება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა არ ცვლის გადაწყვეტილებას უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესის 19 ოქტომბერს დაწყების თაობაზე.

თუმცა გახარია აღნიშნავს, რომ სადაც შესაძლებელია, სასწავლებლებს მიეცემათ რეკომენდაცია, პროცესი დისტანციურად წარმართონ, მაგრამ ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები აუდიტორიებში ჩატარდება:

“უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა უნდა გაგრძელებულიყო 19 ოქტომბრიდან. ეს გადაწყვეტილება რჩება ძალაში. უმაღლეს სასწავლებლებს ექნებათ რეკომენდაცია, პროცესი დისტანციურქად წარმართონ, მაგრამ იქ, სადაც არ იქნება ეს შესაძლებელი, ლაბორატორიულ და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატარონ აუდიტორიებში.

როდესაც ჩვენ ვამბობთ ადაპტაციას და ვირუსის მართვას, ჩვენი მოქალაქეების საბაზისო მოთხოვნები არ უნდა შეიზღუდოს, როგორიცაა სკოლა, საბავშვო ბაღი. განათლების სამინისტროს შესაბამისი დავალებები აქვს მიღბული უსაფრთხოების უმაღლეს დონეზე დასაცავად”, – ამბობს გიორგი გახარია. 

საქართველოში უკანასკნელ 24 საათში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 14 440-ს მიაღწია.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს გნაუცხადა, შემთხვევების უმეტესობა, 366, თბილისში გამოვლინდა, 286 შემთხვევა კი აჭარაში დაფიქსირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი