ახალი ამბები

პედაგოგების ინფიცირების გამო კლასიკური გიმნაზია და 173-ე სკოლა ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ

14 ოქტომბერი, 2020 • 2018
პედაგოგების ინფიცირების გამო კლასიკური გიმნაზია და 173-ე სკოლა ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ

თბილისის კლასიკური გიმნაზია, ასევე, 173-ე სკოლა, რომელიც გლდანის მე-3 მიკრორაიონში მდებარეობს, ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდნენ. აღნიშნული სკოლების პედაგოგებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

“დღეს ჩვენი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს დაუდასტურდა კოვიდ-19. პარასკევს, დღის პირველ ნახევარში, იგი იმყოფებოდა სკოლაში. სიმპტომები კვირას საღამოს გამოუვლინდა. ამიტომაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარასკევს, დღის პირველ ნახევარში ის ინფექციის გადამდები ყოფილიყო. ასე რომ, პანიკის არავითარი საფუძველი არ გვაქვს! თუმცა, ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის შემდეგ, რისკის თავიდან აცილების მიზნით, მივიღე გადაწყვეტილება, რომ სკოლა 21 ოქტომბრამდე გადავიდეს სწავლების დისტანციურ ფორმაზე”, – აცხადებს თბილისის კლასიკური გიმნაზია.

მომდევნო 12 დღის განმავლობაში ონლაინ გააგრძელებს მუშაობას 173-ე სკოლაც.

14 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 680 შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რიცხვმა 13 ათასს გადააჭარბა, გარდაცვლილია 109 პაციენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი