ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა

13 ოქტომბერი, 2020 •
აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა

უკანასკნელი ინფორმაციით, აფხაზეთში, გუდაუთის ჰოსპიტალში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობენ, კიდევ ორი – 51 და 76 წლის პაციენტი გარდაიცვალა.

აფხაზური მხარის სტატისტიკით [ქართული მხარეს აფხაზურ მონაცემებს არ ენდობა], კორონავირუსი აფხაზეთში სულ დაუდასტურდა 2 343 ადამიანს, აქედან  854 გამოჯანმრთელდა, 23 კი  გარდაიცვალა.

აფხაზეთში ვირუსის გამოვლენას ვერ ასწრებს სოხუმში არსებული ერთადერთი ლაბორატორია, სადაც რამდენიმე თანამშრომელი მუშაობს. შესაძლო პაციენტები, საშუალოდ, ერთი კვირის განმავლობაში ელოდებიან ტესტზე პასუხს.

მძიმე, მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტების დიდი ნაწილი აფხაზეთიდან გადმოჰყავთ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში. ქართული მხარის ცნობით, ასეთი 9 პაციენტი იმყოფება სამედიცინო დაწესებულებებში. კორონავირუსის მქონე რამდენიმე  პაციენტი, რომელიც აფხაზეთიდან გადმოიყვანეს, გარდაიცვალა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი