ახალი ამბები

სააკაშვილის თქმით, “იდიოტია” ის, ვინც მას ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაში ყველაზე კომპეტენტურად არ აღიარებს

12 ოქტომბერი, 2020 •
სააკაშვილის თქმით, “იდიოტია” ის, ვინც მას ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაში ყველაზე კომპეტენტურად არ აღიარებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და “ნაციონალური მოძრაობის” პრემიერობის კანდიდატი, მიხეილ სააკშვილი ამბობს, რომ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაში ვინც მას ყველაზე კომპეტენტურად არ აღიარებს, “იდიოტია”.

ამის შესახებ სააკაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებაზე საუბრისას განაცხადა. უგულავას თქმით, სააკაშვილის პრემიერობას მხარი არ უნდა დაუჭირონ. როგორც ის ამბობს, სწორედ სააკაშვილს არ მოსწონდა ერთიანი ოპოზიციური ფორმატი, სადაც პირადად ის არ იყო ერთპიროვნული ლიდერი, რის გამო უხერხულობას მისივე თანაპარტიელებიც გრძნობდნენ.

სააკაშილის თქმით, ის არა თანამდებობებს, არამედ “რეზულტატებს” ეძებს.

“თქვენ ესაუბრებით ადამიანს, რომელიც არის ყველაზე მეტად კომპეტენტური საქართველოს კრიზისიდან გამოსაყვანად და ამას თუ ვინმე არ აღიარებს, ის უბრალოდ იდიოტია ან სხვა მოტივები ამოძრავებს. მე არ მაღელვებს არცერთი თანამდებობა, უკრაინის პრემიერობაზე ვთქვი სამჯერ უარი”, — განაცხადა სააკაშვილმა.
გიგი უგულავა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, მიხეილ სააკაშვილს ოპოზიციის ფორმატის რღვევაში ადანაშაულებს და ამ მიმართულებით ვანო მერაბიშვილის როლს გამოყოფს.

უგულავას თქმით, სააკაშვილს არ მოსწონდა ფორმატი, სადაც პირადად ის არ იყო ერთპიროვნული ლიდერი, რის გამო უხერხულობას მისივე თანაპარტიელებიც გრძნობდნენ. უგულავას თქმით, “ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილები თანხმდებოდნენ, რომ პროპორციულ ნაწილში საერთო სიაზე შეთანხმება არაფრის მომცემი იქნებოდა, თუმცა მაჟორიტარულში ეს აუცილებელი იყო, რასაც, მისი ინფორმაციით, ენმ-ის ადგილობრივი ლიდერებიც იზიარებდნენ.

როგორც უგულავა ამბობს, ოპოზიციური ერთობა, ივანიშვილის გარდა, მიზანში ამოიღო სააკაშვილმა და ყველაფერი გააკეთა ამ ერთობის დასაშლელად, რაშიც მას ციხიდან გამოსული ვანო მერაბიშვილი დაეხმარა. უგულავას თქმით, ამ ერთობის დაშლის წინააღმდეგ მიმართული იყო სააკაშვილის მიერ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის შტაბად გადაკეთება მაშინ, როცა ოპოზიცია ლეიბორიტების ოფისში შეთანხმებულად აწარმოებდა მოლაპარაკებებს.

უგულავა: სააკაშვილი სერსეი ლანისტერივით მოიქცა, ოპოზიციის ერთობას ზურგში დანა ჩაარტყა

მასალების გადაბეჭდვის წესი