ახალი ამბები

ჩემი პარტიის კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებ — ხოშტარია უგულავას განცხადებაზე

12 ოქტომბერი, 2020 •
ჩემი პარტიის კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებ — ხოშტარია უგულავას განცხადებაზე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი წევრი ელენე ხოშტარია გამოეხმაურა თავისი თანაპარტიელის, გიგი უგულავას ვიდეომიმართვას, რომელშიც ენმ-ის პრემიერობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილს ოპოზიციის ერთიანი ფორმატის რღვევაში ადანაშაულებს.

როგორ ხოშტარია ამბობს, არ იზიარებს ორ პარტიას შორის განსხვავებების საჩვენებლად “ევროპული საქართველოს” კამპანიის ფორმას.

“გასაგებია, რომ პროპორციული არჩევნები ითხოვს განსხვავებების ჩვენებას, ერთიანობის მიუხედავად, კონკურენციაა პარტიებს შორის და ითხოვს გარკვეული განსხვავებების ჩვენებას. თუმცა, გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ჩემი პარტიის კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებ”, — განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

გიგი უგულავა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, მიხეილ სააკაშვილს ოპოზიციის ფორმატის რღვევაში ადანაშაულებს და ამ მიმართულებით ვანო მერაბიშვილის როლს გამოყოფს.

უგულავას თქმით, სააკაშვილს არ მოსწონდა ფორმატი, სადაც პირადად ის არ იყო ერთპიროვნული ლიდერი, რის გამო უხერხულობას მისივე თანაპარტიელებიც გრძნობდნენ. უგულავას თქმით,  “ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილები თანხმდებოდნენ, რომ პროპორციულ ნაწილში საერთო სიაზე შეთანხმება არაფრის მომცემი იქნებოდა, თუმცა მაჟორიტარულში ეს აუცილებელი იყო, რასაც, მისი ინფორმაციით, ენმ-ის ადგილობრივი ლიდერებიც იზიარებდნენ.

როგორც უგულავა ამბობს, ოპოზიციური ერთობა, ივანიშვილის გარდა, მიზანში ამოიღო სააკაშვილმა და ყველაფერი გააკეთა ამ ერთობის დასაშლელად, რაშიც მას ციხიდან გამოსული ვანო მერაბიშვილი დაეხმარა. უგულავას თქმით, ამ ერთობის დაშლის წინააღმდეგ მიმართული იყო სააკაშვილის მიერ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის შტაბად გადაკეთება მაშინ, როცა ოპოზიცია ლეიბორიტების ოფისში შეთანხმებულად აწარმოებდა მოლაპარაკებებს.

უგულავა: სააკაშვილი სერსეი ლანისტერივით მოიქცა, ოპოზიციის ერთობას ზურგში დანა ჩაარტყა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი