ახალი ამბები

ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში პოლ მილგრომსა და რობერტ ვილსონს გადაეცა

12 ოქტომბერი, 2020 • 941
ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში პოლ მილგრომსა და რობერტ ვილსონს გადაეცა

ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია ამერიკელმა ეკონომისტებმა, პოლ მილგრომა და რობერტ ვილსონმა მიიღეს აუქციონის თეორიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. მილგრომიც და ვილსონიც სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორები არიან. მათ ეკუთვნით თეორიული მიგნებები, რამაც აუქციონის მუშაობის პრინციპი გააუმჯობესა. შვედეთის სამეფოს სამეცნიერო აკადემიის თანახმად, მათ ასევე შექმნეს აუქციონის ფორმატი ისეთი საქონლისა და მომსახურეობისთვის, რომელთა ამ გზით გაყიდვა რთული იყო, მაგალითად, რადიოსიხშირე.

“ეკონომიკის დარგში წლევანდელმა ლაურეატებმა შექმნეს ფუნდამენტური თეორია, რაც შემდეგ პრაქტიკაში გამოიყენეს, მათი გამოგონება კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. მათი აღმოჩენები ძალიან სასარგებლოა საზოგადოებისთვის”, – განაცხადა ნობელის პრემიის კომიტეტის თავმჯდომარემ საკუთარ სიტყვაში. ორივე გამარჯვებული, ჯამში, 10 მლნ შვედურ კრონს მიიღებს, რაც 1.1 მილიონი დოლარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი