ახალი ამბები

კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი 43 წლის პაციენტი იყო

12 ოქტომბერი, 2020 • 1198
კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი 43 წლის პაციენტი იყო

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი 43 წლის პაციენტი იყო. ის ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში მკურნალობდა.

როგორც ჰოსპიტლის კლინიკურმა დირექტორმა, ბუბა შალამბერიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, 43 წლის პაციენტს თანმხლები გამწვავებული ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

დღეს, 12 ოქტომბერს, კორონავირუსით გარდაცვალების 7 შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 92 პაციენტია გარდაცვლილი.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ქვეყანაში Covid 19-ის 12 272 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 6538 გამოჯანმრთელდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი