კორონავირუსის გამო ქუთაისის მე-13 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
როგორც ნეტგაზეთს იმერეთის რესურსცენტრში განუცხადეს, ინფიცირებულია სკოლის 1 მასწავლებელი და 2 მოსწავლე. მათივე თქმით, ამ დროისათვის მიმდინარეობს ქუთაისის სხვა სკოლების მონიტორინგიც.