ახალი ამბები

“რიკო კრედიტის” დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

11 ოქტომბერი, 2020 • 1193
“რიკო კრედიტის” დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

“რიკო კრედიტის” დაყაჩაღებისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული თბილისში მდებარე „რიკო კრედიტის“ ერთ-ერთ ფილიაში შეიჭრა და სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით მოლარეს თანხა მოსთხოვა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე მდებარე, კომპანია „რიკო კრედიტის“ შენობაში, დღეს, გამთენიისას შეიჭრა და სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით მოლარე ოპერატორს თანხა მოსთხოვა. სამართალდამცველებმა, სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღეს,”-აცხადებენ შსს-ში.

მომხდარზე გამოძიება ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დამტკიცების შემთხვევაში ბრალდება 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი