თბილისის ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლის, მარინა ენდელაძის თქმით, დღეს, 10 ოქტომბერს გამოვლენილი კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი ისევ აჭარაში აღირიცხა. 9 ოქტომბერთან შედარებით, შემთხვევათა რიცხვმა აჭარაში მოიმატა, თბილისში კი – დაიკლო.
რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:
- აჭარაში — 222;
- თბილისში — 137;
- იმერეთში — 99;
- ქვემო ქართლში — 31;
- გურიაში — 10;
- მცხეთა-მთიანეთში — 10;
- შიდა ქართლში — 7;
- სამეგრელო-ზემო სვანეთში —5;
- კახეთში – 3;
- სამცხე-ჯავახეთში – 1;
- იმპორტირებული შემთხვევა – 4
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 11 271 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა მოცემული.