თბილისის 32-ე საჯარო სკოლაში კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინისტროში ადასტურებენ.
სამინისტროს ცნობით, თავდაპირველად კორონავირუსი ერთ-ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა, რის შემდგომაც მისი კლასელები თვითიზოლაციაში გადავიდნენ, შემდეგ კი კორონავირუსი სკოლის დირექტორის მოადგილეს დაუდასტურდა, რის გამოც სკოლის მასწავლებლებიც თვითიზოლაციაში გადავიდნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ სკოლის ყველა მასწავლებელი თვითიზოლაციაში გადავიდა, სკოლა იძულებული გახდა დისტანციურად გაეგრძელებინა სწავლა.