ახალი ამბები

აჭარაში იკლებს, თბილისში იმატებს | კორონავირუსის გავრცელება

9 ოქტომბერი, 2020 •
აჭარაში იკლებს, თბილისში იმატებს | კორონავირუსის გავრცელება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლის, მარინა ენდელაძის თქმით,  აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს, მაგრამ თბილისში იმატებს.

მისივე განმარტებით, დღეს, 9 ოქტომბერს, გამოვლენილი კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • აჭარაში — 190
  • თბილისი — 179
  • იმერეთი — 91
  • ქვემო ქართლი — 28
  • შიდა ქართლი — 10
  • კახეთში — 11
  • მცხეთა-მთიანეთში — 3
  • გურიაში — 3
  • სამცხე-ჯავახეთში — 1.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 10752 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა მოცემული.

მათივე მონაცემებით, კორონავირუსით კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობა 72-მდე გაიზარდა.

ამავე ვებგვერდის თანახმად, ქვეყანაში კორონავურისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 313 პაციენტი და მათი რაოდენობა 5866-მდე გაიზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი