ახალი ამბები

კორონავირუსით კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა, სულ — 72

9 ოქტომბერი, 2020 •
კორონავირუსით კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა, სულ — 72

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 72 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა მოცემული.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლის, მარინა ენდელაძის თქმით, გარდაცვლილთა შორის: ერთი პაციენტი გორში გარდაიცვალა — 58 წლის ქალი, ბათუმში — 78 წლის პაციენტი, ქობულეთში ორი —  55 წლის და 61 წლის პაციენტები გარდაიცვალნენ, ქუთაისში კი 81 წლის ქალია გარდაცვლილი.

მისივე თქმით, ყველა გარდაცვლილს მძიმე თანმხლები დააავადებები ჰქონდა.

მათივე მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 10752 გახდა.

ამავე ვებგვერდის თანახმად, ქვეყანაში კორონავურისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 313 პაციენტი და მათი რაოდენობა 5866-მდე გაიზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი