საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბელარუსის ნაკრები დღევანდელ მატჩზე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
ამ გამარჯვებით ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე დივიზიონის გათამაშების ფინალში გავიდა, სადაც კოსოვო-მაკედონიის წყვილის გამარჯვებულს დაუპირსპირდება. ფინალის გამარჯვებული ევროპის 2021 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლებას მიიღებს.