ახალი ამბები

“ოსკარზე” საქართველოს წარადგენს დეა კულუმბეგაშვილის “დასაწყისი”

8 ოქტომბერი, 2020 • 1298
“ოსკარზე” საქართველოს წარადგენს დეა კულუმბეგაშვილის “დასაწყისი”

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით,”ოსკარის” საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე საქართველოს  წარადგენს დეა კულუმბეგაშვილის “დასაწყისი”. გამარჯვებული ფილმი  13 წევრისგან შემდგარმა  ჟიურიმ გამოავლინა.  

“დასაწყისი” სან-სებასტიანის კინოფესტივალის 4 მთავარი პრიზის მფლობელია. ფილმი წარდგენილია კანისა და ნიუ-იორკის კინოფესტივალების საკონკურსო პროგრამაში.  

ფილმი იეჰოვას მოწმეთა თემის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც პატარა ქალაქში თავს ესხმის ექსტრემისტული დაჯგუფება. მთავარი გმირი, იანა იეჰოვას მოწმეთა ლიდერის მეუღლეა. მისი სამყარო კონფლიქტის შუაგულში ინგრევა, ქალი მოვლენების გააზრებას ცდილობს. 

“ოსკარზე” საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად  სულ 3 ფილმი იბრძოდა, დეა კულუმბეგაშვილის “დასაწყისი”, უტა ბერიას “უარყოფითი რიცხვები” და ოთარ შამათავას “ურსუსი”. 

შეგახსენებთ, რომ Covid-19 პანდემიის მიზეზით, ოსკარების 2021 წლის, რიგით 93-ე  დაჯილდოება 28 თებერვალის ნაცვლად ორი თვით გვიან, 2021 წლის 25 აპრილს ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი