ახალი ამბები

“სტრატეგია აღმაშენებელი” მუნიციპალურმა ინსპექციამ კიდევ 15 ათასი ლარით დააჯარიმა

8 ოქტომბერი, 2020 • 1289
“სტრატეგია აღმაშენებელი” მუნიციპალურმა ინსპექციამ კიდევ 15 ათასი ლარით დააჯარიმა

“სტრატეგია აღმაშენებლი” დედაქალაქის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ კედევ 15 000 ლარით დააჯარიმა. ინფორმაციას ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთი წევრი, თეონა აქუბარდია ავრცელებს.

მისი თქმით, ამ დროისთვის პარტიის სახელზე 100 000 ლარის ოდენობის ჯარიმაა უკვე გამოწერილი, რასთან დაკავშირებითაც სასამართლოსთვის გეგმავენ მიმართვას:

“დღეს გვქონდა მორიგი აქცია, კამპანიის ხასიათის. “თავისუფლების მოედნის” მეტროს წინ პარტიის დაბრენდილი ტენტები გვქონდა გაშლილი და ვაგროვებთ ხელმოწეერებს საბანკო პროცენტის განახევრებასთან დაკავშირდებით, რაც არის ჩვენი პარტიის დაპირება”, – ამბობს აქუბარდია.

მისი თქმით, მერიაში ეუბნებიან, რომ აღნიშნული ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ზონაა და იქ ჯიხურების ჩადგმა აკრძალულია. თავად პარტიაში კი ამას შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვად და წინასარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლად აფასებენ.

აღნიშნულ საკითხზე “ნეტგაზეთი” მერიის მუნიციპალურ ინსპექციასაც დაუკავშირდა. უწყებაში ამბობენ, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150 კვარტა მუხლის მეოთხე  ნაწილის მიხედვით, რაც გულისხმობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კონსტრუქციების თვითნებურად განთავსებას საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში.

ეს “სტრატეგია აღმაშენებლის” დაჯარიმების პირველი შემთხვევაა არ არის. პარტია რამდენიმე თვის წინ ამავე მიზეზით მერიამ უკვე დააჯარიმა, რის გამოც პარტიის წევრებმა მერიასთან რამდენიმე დღის წინ აქციაც გამართეს და ჯარიმის გასაჩივრებას აპირებდნენ. თუმცა ჯარიმის გასაპროტესტებლად მერიასთან მისული “სტრატეგია აღმაშენებლი” ისევ დააჯარიმეს, ამჯერად- 1000 ლარით.

ჯარიმის გასაპროტესტებლად მერიასთან მისული “სტრატეგია აღმაშენებლი” ისევ დააჯარიმეს

მასალების გადაბეჭდვის წესი