ახალი ამბები

კორონავირუსით კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა, სულ — 66

8 ოქტომბერი, 2020 • 766
კორონავირუსით კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა, სულ — 66

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენოება 66 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა მოცემული.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, სამივე პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 318 პაციენტი. სულ საქართველოში კორონავირუსის 10225 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 5553 გამოჯანმრთელდა.

ამასთანავე, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5574 ადამიანი, სტაციონარში- 836, ხოლო კოვიდ სასტუმროში – 1338

მასალების გადაბეჭდვის წესი