ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ბრძოლა სხვა ტერიტორიაზეა” – პუტინი განმარტავს, რატომ ვერ ეხმარება სომხეთს

7 ოქტომბერი, 2020 • 1677
“ბრძოლა სხვა ტერიტორიაზეა” – პუტინი განმარტავს, რატომ ვერ ეხმარება სომხეთს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსულ მედიასთან [ “Россия 24”] ინტერვიუში განმარტავს, თუ რატომ ვერ დაეხმარება რუსეთი სომხეთს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში წარმოებულ სამხედრო მოქმედებებში.

“ეს დიდი ტრაგედიაა, ადამიანები იღუპებიან ორივე მხარეს, ჩვენ ძალიან ვღელავთ. ვიმედოვნებთ, კონფლიქტი მალე დასრულდება. მოვუწოდებთ, მალე შეწყვიტონ ცეცხლი.

მოგეხსენებათ, სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრია და, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს გარკვეული ვალდებულებები ამ შეთანხმების ფარგლებში, თუმცა საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობს სომხეთის ტერიტორიაზე.

სხვა მხრივ, რუსეთი ყოველთვის ასრულებდა, ასრულებს და შეასრულებს საკუთარ ვალდებულებებს ამ შეთანხმების ფარგლებში. ამასთან, მე მუდმივ სამუშაო კონტაქტზე ვარ სომხეთის პრემიერთან და რუსეთის მიერ საკუთარი ვალდებულებების შესრულების ხარისხზე არანაირი კითხვა მათგან არ ყოფილა”,- აცხადებს ვლადიმერ პუტინი.

27 სექტემბრის დილიდან მთიან ყარაბაღში სამხედრო შეტაკებები ისევ განახლდა და დღემდე გრძელდება.

უნდა განვიხილოთ ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი – ფაშინიანი

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი