ნეტგაზეთი | თბილისის 21-ე სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა თბილისის 21-ე სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა – Netgazeti
RU | GE  

თბილისის 21-ე სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში პირველი კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც “ნეტგაზეთს” სკოლაში განუცხადეს, სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა და გრძელდება.

“როგორც გვითხრეს, შაბათს იყო წვეულებაზე ბავშვი, მერე ეპიდემიოლოგებთანაც გავიარეთ კონსულტაციები, უკვე ბავშვი გადაყვანილია და მაინც ეჭვობენ, რომ ეს შაბათის არის და საშიში არ უნდა იყოს, მაგრამ სკოლაში ვაკეთებთ ყველაფერს, დეზინფექციას, სოციალური დისტანცია ისედაც იყო, ყველაფერი ისედაც გვქონდა, მაგრამ ახლა ლოკალურ დეზინფექციას ვაკეთებთ”, — განუცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელს სკოლის დირექტორმა თამარ ამზაშვილმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი