საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 9245-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა მოცემული.
მათივე ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 4 პაციენტი და გარდაცლილთა რაოდენობა 58 გახდა.
ასევე, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა კიდევ 268 პაციენტი და მათი რაოდენობა 4887-მდე გაიზარდა.