სომხური მხარის ცნობით, 6 ოქტომბრის ღამეს მთიან ყარაბაღში აქტიური საბრძოლო მოქმედებები არ ყოფილა.
“საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე საერთაშორისო საზოგადოების მრავალრიცხოვანი მოწოდებების შემდეგ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ღამემ შედარებით მშვიდად ჩაიარა. შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში მთელ პასუხისმგებლობას აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ვაკისრებთ”, – წერს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერი სტეპან შუშანიანი ფეისბუკის გვერდზე.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირება მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაიწყო. ორივე მხარეს არიან დიდი რაოდენობით გარდაცვლილები.