ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

„ამ ომს გამარჯვებული არ ჰყავს“ – სომხების, აზერბაიჯანელებისა და სხვების მანიფესტი

6 ოქტომბერი, 2020 • 2115
„ამ ომს გამარჯვებული არ ჰყავს“ – სომხების, აზერბაიჯანელებისა და სხვების მანიფესტი

სამშვიდობო პლატფორმა Caucasus Talks („საუბრები კავკასიაზე“) ავრცელებს სამშვიდობო განცხადებას მთიანი ყარაბაღის გარშემო განახლებულ კონფლიქტთან დაკავშირებით.

განცხადებას ხელს აწერს არაერთი მოქალაქე (მათ შორის არაერთი სამოქალაქო აქტივისტი, ჟურნალისტი თუ აკადემიური სივრცის წარმომადგენელი) სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

„ნეტგაზეთი“ ქართულ ენაზე გთავაზობთ განცხადების სრულ ტექსტს:

„სანამ შენ ამას კითხულობ, ყარაბაღში და მის გარშემო ადამიანები იხოცებიან. ახალგაზრდა ბიჭები და კაცები ერთმანეთს კლავენ. გამოსავალი არ ჩანს.

ამ ომს, საღ აზრთან ერთად, ზრდასრული ადამიანები და ბავშვები ეწირებიან.

ეს ბრძოლა მთელი სამხრეთ კავკასიისთვის წამგებიანია.

თუ დღეს ეს ომი შენ არ გეხება, მისი შედეგები ხვალ შენთანაც მოვა.

ომი კონფლიქტს ვერასოდეს გადაჭრის. ის მხოლოდ თავის ბნელ და დაუსრულებელ მანკიერ წრეში დაგვტოვებს.

მშვიდობის დაცვა არ არის ნეიტრალური პოზიცია. ჩვენ უარვყოფთ ომით გამოწვეულ მილიტარისტულ პოზიციებს და ვეძებთ გზებს მშვიდობის დასამყარებლად.

მიმდინარე ომი გვიახლებს წარსულის ტრავმებსა და ჭრილობებს. ის არ კურნავს მათ, მხოლოდ ახალ იარებს აჩენს.

ამ ომს გამარჯვებული არ ჰყავს. მას მხოლოდ უბედურება, სიკვდილი, სიღარიბე და დამოუკიდებულობის დაკარგვა მოაქვს მთელი კავკასიისთვის.

ჩვენ მოვუწოდებთ გარე ძალებს, რომ არ წააქეზონ შემდგომი შეტაკებები და არ მიიღონ მონაწილეობა ომის წარმოებაში.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და მოლაპარაკებების დაწყებას, რომელშიც კონფლიქტის ყველა, სომხური და აზერბაიჯანული მხარე ჩაერთვება“.


გირჩევთ, წაიკითხოთ:

„ჩვენი მტერი არ არის რიგითი სომეხი“ – ბაქოელი მემარცხენეები ომის წინააღმდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი