ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერევანში რუსეთის საპარლამენტო დელეგაცია ჩავიდა

5 ოქტომბერი, 2020 •
ერევანში რუსეთის საპარლამენტო დელეგაცია ჩავიდა

სომხური გამოცემა Hetq.am-ის ცნობით, დღეს, 5 ოქტომბერს, ერევნის აეროპორტში რუსეთის სამთავრობო თვითმფრინავი დაეშვა.

Hetq.am- თან საუბარში სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ანა ნაგდალიანმა განაცხადა, რომ ერევანში ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნების პარლამენტთაშორისო საბჭოს სხდომის მოსამზადებლად მოსკოვიდან დელეგაცია ჩამოვიდა.

9 სექტემბერს ერევანში ევრაზიული ეკონომიკური კავშირის პარლამენტთაშორისო საბჭოს სხდომა იყო დანიშნული. მასში მონაწილეობას გეგმავდა რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინიც. თუმცა სხდომის გამართვა საეჭვო გახდა მას შემდეგ, რაც 27 სექტემბერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებები დაიწყო. ამის მიუხედავად, რამდენიმე დღის წინ პრემიერმა ფაშინიანმა რუსულ მედიას განუცხადა, რომ ერევანი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სხდომის ჩასატარებლად მიმდინარე პირობებშიც მზადაა.

27 სექტემბრის დილიდან მთიან ყარაბაღში სამხედრო შეტაკებები ისევ განახლდა. სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი