ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ გასულ კვირაში მარნეულსა და ბოლნისში მომხდარი ინციდენტების გამო დაკავებულ ოთხივე პირს პატიმრობის უზრუნველყოფით გირაო შეუფარდა. დაკავებულთაგან 2 “ქართული ოცნების” მხარდამჭერია, 2 – “ნაციონალური მოძრაობის”.
აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდების მხარე ოთხივე მათგანთან 5000-ლარიან გირაოს ითხოვდა, რაც სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
ენმ-ის წევრ ლაშა ქველაძეს სასამართლომ 3000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ჩადენილი ძალადობა) წარუდგინეს.
დანარჩენ 3 დაკავებულს კი სასამართლომ 4000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ენმ-ს და “ოცნების” დაკავებული აქტივისტებისთვის პროკურატურა გირაოს შეფარდებას ითხოვს