ახალი ამბები

მარნეულში ენმ-ს წევრი ლაშა ქველაძე დააკავეს

4 ოქტომბერი, 2020 • 1174
მარნეულში ენმ-ს წევრი ლაშა ქველაძე დააკავეს

მარნეულში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლაშა ქველაძე დააკავეს. როგორც მისმა ადვოკატმა ტვ პირველს უთხრა ქველაძე დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის შესაბამისად.

ლაშა ქველაძე მარცხნივ

ეს მუხლი გულისხმობს შემდეგს:

1. არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ან ძალადობის მუქარა, − ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

2. არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა, რამაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება გამოიწვია, − ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

ლაშა ქველაძე ერთ-ერთია, რომელიც 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარი დაპირისპირების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის თავს დაზარალებულად მიიჩნევს.

მანამდე 29 სექტემბერის ინციდენტზე “ქართული ოცნების” 2 წევრი დააკავეს.

შსს-ში მომხდართან დაკავშირებით ბრიფინგია დანიშნული.

მასალების გადაბეჭდვის წესი