ახალი ამბები

“პატრიოტთა ალიანსმა” თბილისში აქცია გამართა

3 ოქტომბერი, 2020 •
“პატრიოტთა ალიანსმა” თბილისში აქცია გამართა

“პატრიოტთა ალიანსმა” დღეს თბილისში, თავისუფლების მოედანზე მხარდამჭერები შეკრიბა და საარჩევნო მოწოდებები გაახმიანა.

დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი მხარდამჭერებს ერთმანეთის მონაცვლეობით მიმართავდნენ და 31 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებდნენ.

ირმა ინაშვილის მოსაზრებით, “პატრიოტთა ალიანსს” ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს. მისივე თქმით, ეს არჩევნები გადამწყვეტია, რადგან “მიმდინრეობს ხელისუფლების ჩანაცვლების პროცესი”

“31 ოქტომბერს უნდა გავიმარჯვოთ და მზად უნდა ვიყოთ მიტინგებისთვის. მზად ვიყოთ ბრძოლისთვის, დავანგრიოთ ესენი ბოლომდე”, – მიმართა მხარდამჭერებს დავით თარხან-მოურავმა.

აქციის გამართვის გამო თბილისის ცენტრში საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე საათით იყო შეზღუდული.

მასალების გადაბეჭდვის წესი