ახალი ამბები

აჭარაში პირბადე ღია სივრცეებშიც გამოვიყენოთ – გამყრელიძის რეკომენდაცია

2 ოქტომბერი, 2020 • 12782
აჭარაში პირბადე ღია სივრცეებშიც გამოვიყენოთ – გამყრელიძის რეკომენდაცია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აჭარაში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს, პირბადე ღია სივრცეებშიც გამოიყენონ.

“მოგეხსენებათ, პირბადე მანდატორულია დახურულ შენობებში, მაგრამ რადგან აჭარაში გვაქვს სერიოზული გავრცელება, ამიტომ სასურველია, რეკომენდებულია, ღია სივრცეებშიც ვიხმაროთ პირბადე. თუ ვინმე არ გამოიყენებს პირბადეს ღია სივრცეში, ეს დასჯადი არ იქნება, მაგრამ რეკომენდებულია, რადგან ინციდენტობის  მაჩვენებელი აჭარაში გვაქვს დაახლოებით 7-8-ჯერ მეტი, ვიდრე საშუალო ქვეყნის მაჩვენებელია, ამიტომ სასურველია, აჭარაში პირბადე ვიხმაროთ გარეთაც”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი აჭარაში, სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

2 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 297 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 2 პაციენტი გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი