ახალი ამბები

“ოცნების” სიიდან შეიძლება, 70 კაცი იყოს გამსვლელი— კობახიძე

1 ოქტომბერი, 2020 • 2033
“ოცნების” სიიდან შეიძლება, 70 კაცი იყოს გამსვლელი— კობახიძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პარტიის პროპორციული სიიდან მეათე მოწვევის პარლამენტში 70 კაცის მოხვედრას ელიან.

“ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ 50%-ს მნიშვნელოვნად გადასცდება ჩვენი მაჩვენებელი. ჩვენ ვფიქრობთ, ჩვენი მაჩვენებელი შეიძლება იყოს 60%-ც. აქედან გამომდინარე, 70 კაცი შეიძლება იყოს გამსვლელი პროპორციული სიიდან, რაც ნიშნავს მთლიანობაში 100 დეპუტატს. დღევანდელი განწყობა არის ისეთი, რომ კოალიციური მთავრობა გამორიცხულია, „ქართულ ოცნებას“ ერთპარტიულად შეუძლია მთავრობის ფორმირება”, — განაცხადა კობახიძემ.

დღეს, პირველ ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებისთვის “ქართული ოცნების” სრული პროპორციული სია გამოქვეყნდა. სიაში მოხვდნენ ისეთი ახალი სახეები, როგორებიც არიან ვლადიმერ ჩაჩიბაია – საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური და პიანისტი ელისო ბოლქვაძე, ასევე, ირაკლი მეძმარიაშვილი, სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე.

ამასთან, ახალ სიაში ვერ მოხვდა უმრავლესობის ბევრი წევრი. ახალ სიაში არ არიან ისეთი წევრები, რომლებიც პარლამენტში მოქმედი სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეები არიან, მაგალითად: სოფო კილაძე (ადამიანის უფლებათა კომიტეტის), რომან კაკულია (დარგობრივი ეკონომიკის), ზაზა გაბუნია (თვითმმართველობის) და სხვები.

„ქართულმა ოცნებამ“ სრული საარჩევნო სია წარადგინა

მასალების გადაბეჭდვის წესი