ახალი ამბები

ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის გასამართლებულ კაცს პოლიცია ეძებს

1 ოქტომბერი, 2020 • 688
ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის გასამართლებულ კაცს პოლიცია ეძებს

თბილისის სააპელაციო სასამართლომ კაცს, რომელსაც 5 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენა ედებოდა ბრალად, დღეს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მსჯავრდებულს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

როგორც ნეტგაზეთს დაზარალებული მხარის ადვოკატმა თამარ ლუკავამ უთხრა, სასამართლო პროცესი დისტანციურად ჩატარდა. თუმცა თავად ბრალდებული არ დასწრებია.

საქმე ის არის, რომ აღნიშნული პირი გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ თავდაპირველად გაამართლა, შესაბამისად, ადვოკატის განმარტებით, მას დასწრების ვალდებულება არ ჰქონდა. თუმცა, მისივე ინფორმაციით, სასამართლოს ბრალდებულის შვილმა შეატყობინა, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო პირი სხდომას ვერ დაესწრებოდა.

სხდომის დასრულების შემდეგ, როდესაც ბრალდებულთან სამართალდამცველები მივიდნენ, ის საცხოვრებელ სახლში არ დახვდათ. შსს-ში ამბობენ, რომ მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

5 წლის ბავშვთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული სასამართლომ გაამართლა

მასალების გადაბეჭდვის წესი