ახალი ამბები

კორონავირუსით 41-ე პაციენტი გარდაიცვალა

1 ოქტომბერი, 2020 • 1233
კორონავირუსით 41-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 41-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა მოცემული. გარდაცვლილი პაციენტი აჭარიდანაა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილი 82 წლის კაცია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 29 სექტემბრიდან მკურნალობდა.

დღეს, პირველ ოქტომბერს, ეს არის კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 6640 გახდა.

ამავე ვებგვერდის მონაცემებით, გამოჯანმრთელებულია 299 პაციენტი და მათი რაოდენობა 3419 გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი