თბილისის კონტროლირებად ტერიტორიებზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში აფხაზეთიდან ცხრა კრიტიკულად მძიმე პაციენტი მკურნალობს.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.
კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო 20 სექტემბერს ქუთაისის კლინიკაში გარდაიცვალა სოხუმის პირველი სკოლის მასწავლებელი.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 6640 გახდა.