ახალი ამბები

პირველი ოქტომბერი: კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

1 ოქტომბერი, 2020 •
პირველი ოქტომბერი: კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 6640 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა მოცემული.

ამავე ვებგვერდის მონაცემებით, გამოჯანმრთელებულია 299 პაციენტი და მათი რაოდენობა 3419 გახდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილია 39 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 5392, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836
კოვიდ სასტუმროში იმყოფება 1100 პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი