ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კიდევ 23 ჯარისკაცი დაიღუპა – სომხური მხარე

1 ოქტომბერი, 2020 • 1566
კიდევ 23 ჯარისკაცი დაიღუპა – სომხური მხარე

სომხეთის თავდაცვის უწყება კიდევ 23 ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. დაღუპული ჯარისკაცების საშუალო ასაკი 20 წელია.

სომხური მხარის იქამდე გავრცელებული ინფორმაციით, 27 სექტემბრის შემდეგ დაღუპულ ჯარისკაცთა რაოდენობა 59 იყო.

ოფიციალური ცნობითვე, სომხურ მხარეს ასეულობით დაჭრილი სამხედრო ჰყავს.

აზერბაიჯანს 27 სექტემბრის შემდეგ არ გაუვრცელებია ინფორმაცია დაღუპულ ჯარისკაცთა რაოდენობაზე . ბაქოს ცნობით, კონფლიქტის ზონაში სომხური მხარის შეტევების შედეგად 16 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა და 55 დაშავდა.

ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები, რომელიც 27 სექტემბერს დილით დაიწყო, კვლავ გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი