ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის დროშის დაწვისთვის გალში მცხოვრები ეთნიკური ქართველი დააკავეს

30 სექტემბერი, 2020 • 1769
აფხაზეთის დროშის დაწვისთვის გალში მცხოვრები ეთნიკური ქართველი დააკავეს

აფხაზეთში დააკავეს გალში მცხოვრები ირაკლი ბებია, რომელმაც გალში “გამარჯვების დღისადმი” მიძღვნილი ზეიმის დროს აფხაზური დროშა დაწვა.

ერთწუთიანი ვიდეომასალა, სადაც მოქალაქე საკუთარ ქმედებას, სავარაუდოდ, გამომძიებელთან განმარტავს, ფეისბუკის აფხაზმა მომხმარებლებმა ატვირთეს. კომენტარები, რომლებიც თან ახლავს ვიდეოჩვენებას, მუქარას და ქართველების მიმართ აგრესიას შეიცავს.

თავად ირაკლი ბებიამ დაკითხვისას განმარტა, რომ საწინააღმდეგო არაფერი აქვს არც დროშასთან და არც ხალხთან და ეს აქტი მხოლოდ იმისთვის განახორციელა, რომ სურვილი აქვს, აფხაზებმა და ქართველებმა, როგორც უწინ, ისევ ერთად, მეგობრულად ცხოვროვრონ.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ირაკლი ბებია გალიდან სოხუმში გადაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი