ახალი ამბები

TI: ვგმობთ მარნეულში ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე თავდასხმის შემთხვევებს

29 სექტემბერი, 2020 • 837
TI: ვგმობთ მარნეულში ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე თავდასხმის შემთხვევებს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” განცხადებას ავრცელებს და გმობს მარნეულში დღეს მომხდარ თავდახსმის ფაქტებს, რომლის შედეგადაც “მთავარი არხის” და “პირველი არხის” თანამშრომლები, ასევე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები დაზარალდნენ.

TI აცხადებს, რომ არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარება საქართველოს მოქალაქეების უმთავრეს ინტერესს წარმოადგენს და ამის უზუნველყოფის პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება:

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ გმობს მარნეულში დღეს მომხდარ თავდასხმის ინციდენტებს „მთავარი არხისა“ და „პირველი არხის“ ჟურნალისტებზე, აგრეთვე, პოლიტიკურ აქტივისტებზე. არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარება საქართველოს მოქალაქეების უმთავრეს ინტერესს წარმოადგენს და ამის უზრუნველყოფის უმთავრესი ვალდებულება მოქმედ ხელისუფლებას ეკისრება. მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს, უზრუნველყონ ინციდენტების სწრაფად, სრულყოფილად და მიუკერძოებლად გამოძიება”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი