ახალი ამბები

“10-ზე მეტი ადამიანი იყო, ძალიან ბევრი” – ჟურნალისტი მასზე თავდასხმას იხსენებს

29 სექტემბერი, 2020 • 1594
“10-ზე მეტი ადამიანი იყო, ძალიან ბევრი” – ჟურნალისტი მასზე თავდასხმას იხსენებს

მთავარი არხის ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი, რომელსაც ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ამბობს, რომ 10-ზე მეტი ადამიანი დაესხა თავს.

ჟურნალისტის თქმით, რომელიც ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება, ჩართვის შემდეგ ქართული ოცნების შტაბთან გადაინაცვლა, სადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებზე საპასუხო კომენტარის მიღება უნდოდა, რა დროსაც მას და მის ოპერატორს ფიზიკურად გუასწორდნენ:

“ჩაართვიდან რომ გამოვედი, გადავედი, ამირან გიორგაძისთვის მინდოდა კითხვის დასმა, რამდენად მართალი იყო ენმ-ის წარმომადგენლების ბრალდება, რომ ის თავს დაესხა მათ. მივედი შტაბთან, კიბეებზე ასვლას ვაპირებდი, მახსოვს, ბრბო წამოიწია ჩემკენ. 10- ზე მეტი ადამიანი იყო, ძალიან ბევრი. ყვირილი დამიწყეს, იპერატორს დაარტყეს, ნუ ურტყამთ- მეთქი და ამის მერე მახსოვს უკვე ძირს ვეგდე”, – ამბობს ჟურნალისტი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება ორი, ძალადობისა (სსკ-ის 126) და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის (სსკ-ის 154) მუხლებით დაიწყო.

როგორც ჟურნალისტებს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გოგლიაშვილმა განუცხადა, ამჟამად ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

რამდნეიმე წუთის წინ მარნეულში დაპირისპირება მოხდა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ მხარდამჭერ ლაშა ქველაძეს და მის მანქანაში მსხდომ პირებს.

მომხდარის გაშუქებისას ასევე ფიზიკური შეურახსყოფა მიაყენეს “მთავარი არხის” და “პირველი არხის” თანამშრომლებს. “მთავარი არხის” განცხადებით, ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ 4 თანამშრომელს. ასევე ნაცემია “პირველი არხის” ოპერატორი. დამტვრეულია ორივე ტელეკომპანიის აპარატურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი