ახალი ამბები

კორონავირუსით დღეს მეოთხე ადამიანი გარდაიცვალა

29 სექტემბერი, 2020 •
კორონავირუსით დღეს მეოთხე ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 36-ე პაციენტი გარდაიცვალა.

სტატისტიკური მონაცემები სამთავრობო ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ეს ბოლო 24 საათში კორონავირუსით პაციენტის გარდაცვალების უკვე მეოთხე შემთხვევაა. დღეს საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს ქვეყანაში 24 საათში გამოვლენილი ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობაა. ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 225 შემთხვევა, აჭარაში გამოვლინდა. სექტემბრის დასაწყისიდან დღემდე აჭარა ქვეყანაში კოვიდაფეთქების ეპიცენტრია.

მასალების გადაბეჭდვის წესი