ნეტგაზეთი | კორონავირუსით 33-ე პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით 33-ე პაციენტი გარდაიცვალა – Netgazeti
RU | GE  

კორონავირუსით 33-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 33-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა მოცემული.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლის, მარინა ენდელაძის თქმით, გარდაცლილი 55 წლის ქალია აჭარიდან, რომელსაც თანმხლები დაავადებები ჰქონდა, მათ შორის: შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, გულის უკმარისობა და ორმხრივი მწვავე პნევმონია.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთანავე, გამოჯანმრთელდა კიდევ 270 პაციენტი.

სულ საქართველოში კორონავირუსის 5866 შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის, გამოჯანმრთელდა 2324 ადამიანი, გარდაიცვალა 33.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5637 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ სასტუმროებში – 800.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი