ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხური მხარე: დღეს კიდევ 28 ჯარისკაცი დაიღუპა

28 სექტემბერი, 2020 • 1195
სომხური მხარე: დღეს კიდევ 28 ჯარისკაცი დაიღუპა

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში აზერბაიჯანთან საბრძოლო მოქმედებებისას სომხეთის 28 სამხედრო დაიღუპა. მათი უმრავლესობა 19-20 წლის [2000-2001 წელს დაბადებული] იყო.

ამ დროისთვის, 27-28 სექტემბერს, გარდაცვლილ სამხედროთა რაოდენობა მხოლოდ სომხურ მხარეს 59-ია. აზერბაიჯანს არ გაუვრცელებია ინფორმაცია დაღუპულ სამხედროთა შესახებ.

სომხეთში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია 27 სექტემბერს გამოცხადდა. საომარი მდგომარეობაა გამოცხადებულია აზერბაიჯანშიც.

27 სექტემბრის დილიდან მთიან ყარაბაღში სამხედრო შეტაკებები ისევ განახლდა. ორივე მხარეს ჰყავს მსხვერპლი. გარდაცვლილი არიან მშვიდობიანი მოქლააქეებიც. მხარეები სამხედრო მოქმედებების განახლებაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი