ახალი ამბები

22 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა – ენდელაძე

28 სექტემბერი, 2020 •
22 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა – ენდელაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 25 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათგან 22 კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

“ეს არ არის ძალიან დიდი რაოდენობა, პაციენტების საერთო რაოდენობასთან შედარებით, თუმცა ეს მონაცემები საათების მიხედვით იცვლება”, – განაცხადა ენდელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოში ამ დრომდე, საერთო ჯამში, 5552 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი, მათ შორის გამოჯანმრთელდა 2 054 და გარდაიცვალა 31 პაციენტი. ამჟამად ინფიცირებულია 3 467 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი