თბილისის ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლის, მარინა ენდელაძის თქმით, დღეს, 28 სექტმბერს გამოვლენილი კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი ისევ აჭარაში აღირიცხა. რეგიონების მიხედვით კი ახალი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • აჭარაში — 175;
  • იმერეთში — 38;
  • თბილისში — 32;
  • გურიაში — 16;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთში — 14;
  • სამცხე-ჯავახეთში — 11;
  • ქვემო ქართლში — 7;
  • კახეთში —4.

28 სექტემბრის 10:30 საათის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 298 შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რიცხვმა 5 552-ს მიაღწია. სამთავრობო ვებსაიტ stopcov.ge-ის მონაცემებით, კორონავირუსისგან განიკურნა 148 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 2 054-ს მიაღწია.

28 სექტმბერს კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობა, ჯამში, 31 გახდა.